logo
ENG



"იმედია, დათანხმდება" - ტრამპის თქმით, სექტემბერში სამ დებატზეა თანახმა

08 აგვ 202423:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/08/x2wxyd42m1yx87r.jpg

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სექტემბერში სამი დებატის გამართვაზეა თანახმა და კამალა ჰარისის კამპანიისგან ელოდება პასუხს.

"ჩვენ შევთანხმდით Fox-თან 4 სექტემბერთან, შევთანხმდით NBC-სთან 10 სექტემბერზე, და ABC-სთან შევთანხმდით 25 სექტემბერზე", - თქვა ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში პრესკონფერენციის დროს.

"იმედი მაქვს, დათანხმდება", - თქვა ტრამპმა.

ჰარისის კამპანიას ტრამპის შეთავაზებაზე ჯერჯერობით არ უპასუხია. 

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მრავალთვიანი სპეკულაციის შემდეგ, თავისი კანდიდატურა მოხსნა. დემოკრატიულ პარტიას ჰარისის კანდიდატურა ჯერ ოფიციალურად არ წამოუყენებია, თუმცა მიიჩნევენ, რომ 19 აგვისტოს პარტიის ყრილობაზე ის უკონკურენტო იქნება.

ივნისის ბოლოს დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის დებატები გაიმართა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა. 

კანდიდატურის დაყენების შემდეგ კი კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ მას ტრამპთან დებატები სურს. 

გარდა ამისა, განიხილება დებატები ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. 


close დახურვა